შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში ძროხების ჯგუფურად ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა გურიაში მოქალაქეების კუთვნილი ოთხი ძროხა მოიპარეს და გაყიდეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.