მაქვს ამბიცია, რუსთავი 2 გახდეს გამარჯვებული ჟურნალისტების ტელევიზია — აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატი
აღმასრულებელი დირექტორობის კანდიდატს, ირაკლი იმნაიშვილს სურს, რუსთავი 2 "გამარჯვებული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების ტელევიზიად" აქციოს. მისი თქმით, რუსთავი 2 იყო გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, მაგრამ ის "ხალხსაც და მფლობელებსაც მალევე წაართვეს". მისივე თქმით, გუნდმა პირველ რიგში ცენზურაზე უნდა გაიმარჯვოს, განურჩევლად იმისა სახელისუფლებოა ის, თუ ოპოზიციური.
როგორც არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ აღნიშნა იმნაიშვილის დასანიშნად მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. იმნაიშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მისი მთავარი ამოცანაა, შეიქმნას სარედაქციო ხელშეკრულები, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა.
"მე გამიმართლა, რომ 14 წლის განმავლობაში, დღესაც, ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან მედიასაშუალებაზე [BBC]. ამ 14 წლის განმავლობაში სულ ყოველთვის მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა როგორც სტანდარტი, ასევე, უპრეცენდენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს", — განაცხადა მან.
ირაკლი იმნაიშვილი რამდენიმე წელია ბრიტანეთში ცხოვრობს და ტელეკომპანია BBC-ში მუშაობსს. მანამდე ის ტელეკომპანია მზეში მუშაობდა.
ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. ტელეკომპანიის დირექტორის, პაატა სალიას თქმით, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა, კომედი არხმა და Comedi Group-მა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
კომენტარები