იუმორისტული გადაცემის, ვანო შოუს წამყვანმა ვანო ჯავახიშვილმა რუსთავი 2 დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა.

ნიკა გვარამიამ On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ ვანო ჯავახიშვილი და კომედი ჯგუფი მის ახალ ტელევიზიაში, მთავარ არხზე გადადიან:

"კომედი ჯგუფის 35 წევრიდან 28 ჩვენთან მოდის, დანარჩენებზე რა ვქნათ. ალეკო მალხაზიშვილი არ მოდის. მისი ინიციატივა იყო, რომ ის ხალხი, ვინც დარჩა, დარჩეს".

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, მეორე დღეს კი თითქმის სრული შემადგენლობით ჟურნალისტებმა. რუსთავი 2 დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვა P.S.-ის გუნდმა და რეგიონის ჟურნალისტებმა.