დისნეიმ D23 ექსპოზე სთარ ვორსის ფანებს Star Wars: The Rise of Skywalker-ის ახალი ტრეილერი აჩვენა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტშიც განათავსეს და ყველასთვის გახდა ხელმისაწვდომი.

ტრეილერში სთარ ვორსის თითქმის ყველა ფილმიდან ვხედავთ კადრებს, ამ ყველაფერს კი ლუკის ვოისოვერი გასდევს თან. ცაზე საბრძოლო ხომალდები თავს იყრიან. რეი, პო და ფინი მათი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან. ბრძოლის ველზე ერთმანეთს რეი და კაილოც ხვდებიან, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ რენს ორმაგი წითელი ლაითსაბერი უჭირავს ხელში.

ფილმის პრემიერა 2020 წლის 20 დეკემბერს არის დაგეგმილი.