პიქსარმა D23 ექსპოზე ახალი ანიმაცია Soul დააანონსა, რომლის რეჟისორიც პიქსარის ვეტერანი პიტ დოქტერი იქნება, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით Up და Inside Out-ით არის ცნობილი.

Soul პიქსარის პირველი ფილმია, რომელსაც შავკანიანი მთავარი გმირი ეყოლება. ეს გმირი კი ჯო გარდენერია, საშუალო სკოლის მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც ჯაზი ძალიან უყვარს და ნიუ იორკის ყველაზე პრესტიჟულ ჯაზ კლუბში Half Note-ში დაკვრაზე ოცნებობს. უბედური შემთხვევის შემდეგ ის გარდაიცვლება, მისი სული კი პირვანდელ ფორმას უბრუნდება და "შენ" სემინარზე ხვდება, სადაც სულები სხვადასხვა გატაცებებს და ინტერესებს ანვითარებენ იქამდე, სანამ ახალიდან დაიბადებიან. ჯო ახალ მეგობრის 22-ის დახმარებით დედამიწაზე თავიდან მოხვედრას ცდილობს.

ანიმაციის მთავარ გმირებს ჯოსა და 22-ს ჯეიმი ფოქსი და თინა ფეი ახმოვანებენ. პრემიერა 2020 წლის 19 ივნისს არის დაგეგმილი.