რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს დიდ რვიანში დაბრუნების საკითხი არასდროს წამოუწევია. ლავროვის თქმით, რვიანის შესახებ დასავლელმა კოლეგებმა გაიხსენეს და ამასთან კავშირი არ აქვთ.

"ჩვენ არასდროს არაფერი გვითხოვია. როგორც ვთქვი, ამ თემის შესახებ ჩვენ საჯარო განცხადებებიდან გავიგეთ, ამასთან დაკავშირებით განცხადება მიმართვა არ გაგვიკეთებია და არც ვაპირებთ გაკეთებას. ცხოვრება ბევრად წინ წავიდა", — აღნიშნა ლავროვმა.

დიდი შვიდეულის სამიტი წელს საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში მიმდინარეობს. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინა წლების მსგავსად დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში რუსეთის დაბრუნება ისურვა. აღნიშნულ შემოთავაზებას ნაადრევი უწოდეს საფრანგეთმა და გერმანიამ. ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს გაერთიანებაში დაბრუნება მხოლოდ ყირიმის ანექსიის შეწყვეტის შემდეგ შეუძლია.

1997 წლიდან რუსეთი დიდი რვიანის სამიტებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, თუმცა 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო რუსეთი რვიანიდან გარიცხეს. ამის შემდეგ დიდი რვიანი დიდ შვიდეულად გადაკეთდა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დიდი რვიანი აღარ არსებობს, ახლა არის მხოლოდ შვიდეული და რუსეთი მზადაა მასთან ითანამშროლოს. თვითონ მაკრონმა აღნიშნა, რომ დიდი რვიანის მუშაობის აღდგენა უკრაინის კრიზის დარეგულირებას უკავშირდება.