საფრანგეთში, დიდი შვიდეულის სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყანა ბრექსიტს შეთანხმების გარეშე მარტივად გადაიტანს. მისივე თქმით, ბრექსიტის მსგავსი სცენარი ევროკავშირის ლიდერების სიჯიუტის შედეგია.

"მგონია, რომ ამას გავუმკლავდებით. დიდი ბრიტანეთი დიდებული ქვეყანაა, ადვილად შეგვიძლია შეთანხმების გარეშე გასვლის სცენარს გავუმკლავდეთ", — აღნიშნა ჯონსონმა.

ჯანსონი ამტკიცებს, რომ შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვება მედიკამენტებისა და საკვების დეფიციტს არ გამოიწვევს. ამასთანავე პრემიერი აცხადებს, რომ შეთანხმების გარეშე დიდ ბრიტანეთს ევროკავშირისთვის 39 მილიარდი ფუნტის გადახდა აღარ მოუწევს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. როგორც ჯონსონი ამბობს, ევროკავშირთან გაყრა შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე მაინც მოხდება.

უთანხმოების მთავარი საგანი ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარია. ალიანსის ლიდერები ამბობენ, რომ ამ საზღვარზე დროებით თავისუფალი მიმოსვლა უნდა იყოს, რათა ეკონომიკური პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. ამ შემოთავაზებას დიდ ბრიტანეთში არ იზიარებენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზციის წარმომადგენლები. შემოთავაზებული შეთანხმების შესაცვლელად ჯონსონმა რამდენიმე მოლაპარაკება გამართა, თუმცა ევროკავშირმა ამაზე უარი თქვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი ამბობს, რომ არსებული გეგმა ერთადერთია და გადახედვას არ ექვემდებარება.

ამავე თემაზე:

დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონი ბრექსიტისთვის შეაქო და "დიდ სავაჭრო შეთანხმებას" დაპირდა — G7 სამიტი