სუდანში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. BBC-ის ინფორმაციით, ივლისიდან მოყოლებული ქვეყანაში უწყვეტი წვიმებია, რის გამოც 15 შტატში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

გაეროს ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად 37 ათას სახლზე მეტი დაზიანდა და დაინგრა. წვიმების სეზონი ოქტომბრამდე გრძელდება.

ფოტო: EPA

ფოტო: EPA