შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც საკუთარი ძაღლი დანით დაჭრა და რამდენჯერმე მისი დახრჩობა სცადა.

უწყების ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. მათივე ინფორმაციით, ცხოველი თავშესაფარშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ერთწლამდე პატიმრობა ემუქრება.