ტოკიოში დღეს, 25 აგვისტოს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანის მექტოე უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევი იყო.

ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალში იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა.