ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვების, ქრონიკის წამყვანი სექტემბრიდან თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, ნინო თოლორდავა იქნება. ამის შესახებ მან ფეისბუქის გვერდზე დაწერა. იგი ამით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ის, სავარაუდოდ, რუსთავი 2-ზე 9-საათიანი კურიერის წამყვანად განიხილებოდა.

ნინო თოლორდავა წინა ხელისუფლების დროს 2008-2012 წლებში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელზე მოამბის წამყვანი და ჟურნალისტი იყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013-2014 წლებში ტელეკომპანია მაესტროზე გადავიდა, სადაც პოლიტიკური თოქ-შოუ არგუმენტების ავტორი და წამყვანი იყო. ასევე, 2017 წლამდე ამავე ტელეკომპანიაში ახალი ამბების წამყვანი იყო.

ის ერთ-ერთია იმ სამთავრობო პრესსამსახურის უფროსებს შორის, ვინც რუსული მაიონეზის, სლობოდას რეკლამაში მონაწილეობდა. მაშინ მან On.ge-სთან საუბარში თქვა, რომ გადაღების დროს გაიგო მაიონეზის რეკლამაზე და იგი უკრაინული ეგონა.