რა ბედი ეწია ჯესი პინკმენს? Breaking Bad-ის ფილმიდან პირველი კადრები გამოქვეყნდა
Breaking Bad-ის სიქველი ფილმი, რომლის შესახებაც ორი დღის წინ გავიგეთ, რომ უკვე გადაღებულია, ნეტფლიქსზე გამოვა და მას El Camino ერქმევა. ფილმის პრემიერამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი — მაყურებელი მას 11 ოქტომბერს იხილავს.
თავდაპირველი ინფორმაცია ფილმის ახალ გვერდზე გამოჩნდა, თუმცა ის სასწრაფოდ წაშალეს. გამოქვეყნებულ ციტატაში ეწერა, რომ ჯესი პინკმენმა (აარონ პოლი) თავი დააღწია არამხოლოდ მათ, ვისაც ტყვედ ჰყავდა, ასევე კანონს და საკუთარ წარსულს.
თუმცა, სერიალის ფანებისთვის უცნობი არაა, რომ ბანდასთან ვოლტერ ვაითის მოულოდნელი სტუმრობის შემდეგ, ჯესიმ შევროლე ელ კამინოთი დააღწია თავი ადგილს, სადაც თითქმის ერთი წელი იყო ტყვედ.
სწორედ შევროლე ელ კამინო არის ახალი ფილმის პოსტერზეც, რომლითაც ჯესი თავისუფლებისკენ მიქრის.
ფილმის ანონსში ვხედავთ ჯესის ყოფილ მეგობარს, გამხდარ პიტს, რომელიც დაკითხვაზეა და სამართალდამცავებს უცხადებს, რომ ჯესის შესახებ არაფერი იცის, თუმცა დასძენს, რომ, რომც იცოდეს, მათ არაფერს იტყოდა.
"ეს Breaking Bad-ის ის ნაწილია, რომელიც არც ვიცოდი, თუ როგორ მჭირდებოდა. უბედნიერესი ვარ, რომ ის არსებობს", — უთხრა აარონ პოლმა NY Times-ს.
El Camino: A Breaking Bad Movie-ის რეჟისორი სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანია. სწორედ მას ეკუთვნის ფილმის სცენარიც. სავარაუდოდ, ნეტფლიქსზე გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ფილმი AMC-ზეც გამოჩნდება — სწორედ არხზე გადიოდა ლეგენდარული სერიალი 2008-დან 2013 წლამდე.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები