ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს სურს, რომ დიდი შვიდეულის შემდეგ სამიტს სტუმრის სტატუსით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს. მისი თქმით, ის შეეცდება, ამაში G7-ის ქვეყნებიც დაარწმუნოს. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა დიდი შვიდეულის სამიტის დაწყების წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიდი შვიდეულის სამიტი წელს საფრანგეთში, ქალაქ ბიარიცში 24-26 აგვისტოს ჩატარდება. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წინა წლების მსგავსად დიდი რვიანის სამიტის ფარგლებში რუსეთის დაბრუნება ისურვა. აღნიშნულ შემოთავაზებას ნაადრევი უწოდეს საფრანგეთმა და გერმანიამ. ამასთანავე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს გაერთიანებაში დაბრუნება მხოლოდ ყირიმის ანექსიის შეწყვეტის შემდეგ შეუძლია.