სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 23 აგვისტოს ორი პირი დააკავა. On.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ანაკლიაში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.