უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. ზელენსკიმ ყირიმი და დონბასი შვილებს შეადარა, რომლებიც მეზობელმა გაიატაცა.

"წარმოიდგინეთ, რომ მაგალითად, მეზობელმა ბავშვები წაგართვათ. პირველი შვილი უბრალოდ მოიტაცა. მას ახალი დაბადების მოწმობა მისცეს, შემდეგ კი თქვეს, "დიახ, ჩვენ თქვენი შვილი არ წაგვირთმევია. მას თვითონ მოუნდა ჩვენთან ცხოვრება. მერე რა, რომ იარაღის მუქარით? ეს მისი სურვილია. და საერთოდ, ვინ გითხრათ, რომ ეს თქვენი შვილია. ის ოდითგანვე ჩვენი შვილი იყო. არ ინერვიულოთ, აქ კარგად იქნება, ზღვასთან, მზის გულზე არაჩვეულებრივი თავშესაფარი გვაქვს".

და გავიდა ხუთი წელი. ის, ვინც შეშფოთებული იყო, ამბობს "ყველაფერი კარგად არის. ბავშვი თქვენ გამო აღარ ტირის. და საერთოდ, ძალიანაც არ გგავთ". რატომ საუბრობენ ისინი ასე? იმიტომ, რომ ეს მათი შვილი არ არის.

მეორე შვილი უბრალოდ საბავშო ოთახში ჩაკეტეს. შეიარაღებული დაცვა დაუყენეს. თქვენ კიდევ გეუბნებიან, რომ დაცვა არ არის. კედლის იქით თქვენ გესმით, როგორ ტირის თქვენი შვილი, მაგრამ იქ შესვლა არ შეგიძლიათ", — განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის დამოკიდებლობის დღისთვის ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, 2014 წლის შემდეგ პირველად კიევის ცენტრში სამხედრო აღლუმი არ ჩატარდება. აღლუმის ნაცვლად კიევში ღირსების მარში გაიმართა, რომელშიც ზელენსკიმ და ხელისუფლების სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.