დისნეიმ ახალი მხატვრული ფილმის, ლედი და მაწანწალას პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. სურათი 1955 წლის ანიმაციის ადაპტაციაა.

მაწანწალას ჯასტინ ტერუ, ხოლო ლედის — ტესა ტომპსონი ახმოვანებს. ფილმში მაშველი ძაღლები მონაწილეობენ. გამხმოვანებლებს შორის ასევე არიან ჟანელ მონე და სემ ელიოტი.

სცენარის მიხედვით, ოჯახიდან წამოსული კოკერ-სპანიელი მაწანწალას ხვდება. ისინი ერთად საინტერესო და სახიფათო თავგადასავლებში ეხვევიან და მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებისა, ერთმანეთი უყვარდებათ და ოჯახის ღირებულებას თავიდან იგებენ.

ანიმაცია 1955 წელს გამოვიდა და მაშინვე გახდა ყველასათვის ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმი. ახალი ვერსიის რეჟისორი ჩარლი ბინია.

ფილმის პრემიერა დისნეის სტრიმინგ სერვისზე, Disney+, 12 ნოემბერს შედგება.