საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში მოკლეს. Radio Way-ს ინფორმაციით, ხანგოშვილი 23 აგვისტოს ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც მას ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა.

ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების განცხადებით, საქმის დეტალებს საქართველოს საკონსულო გერმანელ სამართალდამცავებთან ერთად არკვევს.

როგორც Radio Way წერს, ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა. გამოცემისვე ინფორმაციით, ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება. ამასთანავე, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა.