ვისაც რეჟისორ სემ მენდესის საყოველთაოდ პოპულარული ფილმი, American Beauty გინახავთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ მისი განუმეორებელი პოსტერიც: შიშველ სხეულზე მისვენებული ხელი ვარდით. პოსტერის ეს გამოსახულება ერთგვარი მინიშნებაა ფილმის იმ ცნობილი კადრზე, რომელშიც მთავარ პერსონაჟს, ლესტერ ბარნემს ვარდის ფურცლებში მწოლიარე მომხიბვლელი ანჯელა ჰეიზი ესიზმრება.

ფოტო: Dreamworks Pictures

სხვა მილიონობით მაყურებლის მსგავსად, ალბათ, თქვენც გეგონათ, რომ პოსტერზე გამოსახული ხელი სწორედ ანჯელა ჰეიზის როლის შემსრულებელს, მინა სუვარს ეკუთვნოდა.

მაგრამ ეს ასე სულაც არ არის და ჩვენც თქვენსავით გაოცებულები ვართ!

სინამდვილეში, ამ პოსტერზე მსახიობ კრისტინა ჰენდრიქსის ხელია გამოსახული.

ფოტო: Valerie Macon / AFP / Getty Images

Mad Men-ის ვარსკვლავმა ამის შესახებ ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა:

"სასაცილო ფაქტია, მაგრამ... წარსულში ხელის მოდელიც ვიყავი... ამ პოსტერზე კიდევ ერთი სხვა მოდელის მუცელი და ჩემი ხელია გამოყენებული... ვამაყობ, რომ რაღაც მხრივ ამ ფილმის ნაწილი ვარ!“

კიდევ ერთხელ დააკვირდით ამ პოსტერს და ამჯერად უფრო თამამად გაუსწორეთ მოულოდნელ სიმართლეს თვალი: ეს არა მინა სუვარის, არამედ კრისტინა ჰენდრიქსის ხელია!

იქნებ ესეც კრისტინას ხელია?

ან ესეც?

დაზუსტებით ვერავინ იტყვის.

American Beauty 1999 წელს გამოვიდა და მასში კევინ სპეისი, ანეტ ბენინგი, ვეს ბოლი და მენა სუვარი მონაწილეობენ. სიუჟეტი გარეუბანში მცხოვრებ კაცზე გვიყვება, რომელიც შუა ხნის ასაკის კრიზისს ებრძვის და ახალ გატაცებას თინეიჯერი შვილის მეგობარში ხედავს.