მაკრონს ამაზონის ხანძრის განხილვა G7-ზე სურს — ბრაზილიის პრეზიდენტი წინააღმდეგია
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ამაზონის ტროპიკულ ტყეებში გაჩენილი მასშტაბური ხანძარი საერთაშორისო კრიზისია. მისივე თქმით, ეს საკითხი დიდი შვიდეულის სამიტის განხილვის საგანიც უნდა გახდეს.
"ჩვენი სახლი იწვის", — დატვიტა პრეზიდენტმა.
G7-ის სამიტი 24-26 აგვისტოს საფრანგეთში გაიმართება. განხილვის მთავარი თემები კი რუსეთი და ევროკავშირი იქნება. ემანუელ მაკრონის მოწოდებას გამოეხმაურა ბრაზილიის პრეზიდენტი. ჟაირ ბოლსონარუმ ტვიტერზე დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ბრაზილიის შიდა საკითხს თავისი პოლიტიკური მოგებისთვის იყენებს.
"სენსაციური ტონი, რომლითაც ის ამაზონზე საუბრობს (ამასთანავე ყალბი ფოტოებით აპელირებს), პრობლემას ვერ მოაგვარებს", — განაცხადა ბოლსონარუმ.
გარდა ამისა, ბოლსონარუმ დატვიტა, რომ ბრაზილიის ხელისუფლება მზადაა ღია დიალოგისთვის, რომელიც ობიექტურ მონაცემებსა და ურთიერთპატივისცემაზე იქნება დაფუძნებული:
"საფრანგეთის პრეზიდენტის შემოთავაზება, რომ ამაზონის საკითხი დიდი შვიდეულის სამიტზე რეგიონის ქვეყნების მონაწილეობის გარეშე უნდა განიხილონ, XXI საუკუნისთვის შეუფერებელ კოლონიალურ აზროვნებას იწვევს".
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდ. კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.
მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.
Inpe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ტყეებში 74 ათასი ხანძარი დაფიქსირდა, როცა წინა წელს 40 ათასი ხანძარი იყო. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილო შტატი, რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
როგორც Inpe-ში ამბობენ, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი არ შეესაბამება იმ მონაცემს, რომელიც, ზოგადად, მშრალი სეზონისთვისაა დამახასიათებელი. მათივე თქმით, ცეცხლის გაჩენა უფრო ადამიანების სპეციალური ან უნებლიე ნამოქმედარია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით ივნისში ტყეების გაჩეხვა 80 პროცენტით გაიზარდა.
ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენლის, რიკარდო მელოს თქმით, ხანძრები ტყეების გაჩეხვისა ბრალია, რომელიც ბოლო პერიოდში მომატებულია.
უფლებადამცველები ამაზონის ტყეების ხანძრებში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა. გარდა ამისა, ბოლსონარუ ამბობს, რომ ამაზონის ტროპიკული ტყეების მასშტაბური ხანძრის ჩასაქრობად ხელისუფლებას რესურსი არ აქვს. ხანძრის გაჩენაში კი არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს, რომლებიც "დაფინანსების შემცირების გამო სამაგიეროს უხდიან".
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
კომენტარები