თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯონათან ლეთემის ცნობილ წიგნზე Motherless Brooklyn სახიობმა ედვარდ ნორტონმა ფილმი გადაიღო. ასევე, Radiohead-ის ფანებისთვის სასიხარულო ამბავი იქნება ის, რომ ფილმის საუნდტრეკი უკვე გამოსულია და მას ტომ იორკი ასრულებს.

Warner Bros. Pictures ფილმის ტრეილერს ავრცელებს, რომელშიც თავად ედვარდ ნორტონის გარდა ბრიუს უილისი, ალეკ ბოლდუინი და უილიამ დეფო თამაშობენ.

1950-იანი წლების ნიუ იორკული მკვლელობის მისტიკური ისტორია ლეთემის წიგნში ატმოსფერულად იშლება და მწერალი პერსონაჟებს კომპლექსურად იკვლევს. საინტერესოა, თუ როგორ გამოუვიდა ოსკაროსან ედვარდ ნორტონს მისი ადაპტაცია.