ნიკა გვარამიას მთავარ არხს მაუწყებლობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა ფეისბუქზე რამდენიმე ყალბი ანგარიში უკვე შეიქმნა. ყალბ გვერდებს რამდენიმე ათასი გამომწერი და მომწონებელი ჰყავთ.

მთავარი არხის რეალური ფეისბუქგვერდი ნიკა გვარამიამ დღეს, 22 აგვისტოს თავის კედელზე გაიზიარა. მას უკვე ჰყავს 8 ათასზე მეტი მომწონებელი. როგორც გვარამია ამბობს, ახალი არხი მაუწყებლობა სექტემბრიდან დაიწყებს. ჟურნალისტებთან კონტრაქტების გაფორმებას კი ორშაბათიდან, 26 აგვისტოდან აპირებს.