შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლზე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ უწყებაში On.ge-ს განუცხადეს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კაცი ძაღლს, სავარაუდოდ, ქამრით სცემს.

"მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, რაიმე ინფორმაცია ჰქონდეთ მომხდართან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს", — ამბობენ შსს-ში.