ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ბრაზილიაში, ამაზონის ტროპიკულ ტყეებში ხანძრების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (Inpe) ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხანძრების რაოდენობა 84 პროცენტით გაიზარდა.
BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდესი ტროპიკული ტყე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნახშირბადის საცავია, რაც გლობალური დათბობის ტემპების შენელებას უწყობს ხელს. ამასთანავე, აქ სამ მილიონამდე სხვადასხვა სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარდა ამისა, იქ მილიონამდე მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.
Inpe-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ტყეებში 74 ათასი ხანძარი დაფიქსირდა, როცა წინა წელს 40 ათასი ხანძარი იყო. სატელიტის ფოტოებიდან ჩანს, რომ ბრაზილიის ყველაზე ჩრდილო შტატი, რორაიმა მუქი კვამლით არის დაფარული. ასევე, ამაზონის შემოგარენში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.
როგორც Inpe-ში ამბობენ, ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძარი არ შეესაბამება იმ მონაცემს, რომელიც, ზოგადად, მშრალი სეზონისთვისაა დამახასიათებელი. მათივე თქმით, ცეცხლის გაჩენა უფრო ადამიანების სპეციალური ან უნებლიე ნამოქმედარია. გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ წინა წლის პერიოდთან შედარებით ივნისში ტყეების გაჩეხვა 80 პროცენტით გაიზარდა.
ბუნების მსოფლიო ფონდის წარმომადგენლის, რიკარდო მელოს თქმით, ხანძრები ტყეების გაჩეხვისა ბრალია, რომელიც ბოლო პერიოდში მომატებულია.
უფლებადამცველები ამაზონის ტყეების ხანძრებში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიური პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა.
რეკორდულ რიცხვებზე ჟაირ ბოლოსონარუმ განაცხადა, რომ ეს ე.წ. კეიმადას სეზონის შედეგია, როდესაც ფერმერები მიწის გასაწმენდად ცეცხლს იყენებენ. შემდგომში კი ტროპიკულ ტყეებში ხანძრის გაჩენა არასამთავრობო ორგანიზაციებს დააბრალა, რომლებიც "დაფინანსების შემცირების გამო სამაგიეროს უხდიან".
წინა თვეში ბოლოსონარუმ ტყუილში დაადანაშაულა Inpe-ს დირექტორი, რომელიც ამაზონის ტროპიკული ტყეების შემცირებაზე საუბრობდა. სკანდალის ფონზე დირექტორი დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები