კრემლის საიტზე მაკრონის განცხადებების თარგმანიდან სიტყვა "არჩევნები" ამოღებულია
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და საფრანგეთის პრეზიდენტის საერთო პრესკონფერენციიდან კრემლის ვებგვერდზე ემანუელ მაკრონის განცხადებების თარგმანი შემცირებულია. საფრანგეთის პრეზიდენტის ყველა ფრაზა, რომელში ის სიტყვა "არჩევნებს" იყენებდა ამოღებულია. ეს სხვაობა BBC-ს რუსულმა სამსახურმა კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტენოგრამისა და ვიდეოჩანაწერის შედარებისას აღმოაჩინა.
პუტინი და მაკრონი ერთმანეთს საფრანგეთში 19 აგვისტოს შეხვდნენ. მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტი პირველად მიიწვია და მოლაპარაკებების დაწყებამდე ლიდერებმა საერთო პრესკონფერენცია გამართეს.
შვეიცარიული გამოცემა Le Temps-ის ჟურნალისტმა, ემანუელ გრისპანმა კრემლის ვებგვერდზე ყურადღება გაამახვილა ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი ფრაზის არასწორ თარგმანზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ე.წ. ყვითელჟილეტიანებმა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა შეძლეს. ამავე დროს, კრემლის თარგმანის მიხედვით, მაკრონმა თქვა, რომ ევროპული კამპანიის დროს მათ კენჭისყრა ვერ შეძლეს. მოგვიანებით კრემლის ვებგვერდზე ეს შეცდომა ჩაასწორეს როგორც რუსულ, ისე ინგლისურ ვერსიაში.
თავის მხრივ ფრანგულმა გაზეთმა Liberation-მა აღნიშნა, რომ ყველაზე ზუსტად პუტინის სიტყვები რუსულიდან ფრანგულად RT France-მა თარგმნა, ხოლო სხვა არხებმა მისი სიტყვები შეამოკლეს. ელისეის სასახლეში განმარტეს, რომ პროტოკოლის მიხედვით რუსეთმა საკუთარი თარჯიმანი გამოიყენა და ჟურნალისტებმა სწორედ მისი სიტყვები გამოიყენეს.
BBC-მ ემანუელ მაკრონის გამოსვლა და კრემლის ვებგვერდის სტენოგრამა სრულად შეადარა ერთმანეთს. მათი თქმით, BFMTV-ის კითხვაზე პასუხისას მაკრონმა თქვა: "ჩვენ სხვა ქვეყნებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა დემოკრატიებმა პატივი უნდა სცენ გამოხატვის, აზრის, შეკრებისა და არჩევნებზე თავისუფალი წარმომადგენლობის უფლებებს".
კრემლის თარგმანში კი აღნიშნულია, რომ "რუსეთმა არაერთი კონვენციისა და შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანამ თავის მოქალაქეებს უნდა შესთავაზოს ფუნდამენტური თავისუფლებები: სიტყვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და ა.შ." თარგმანში არჩევნებში მონაწილეობის თავისუფლებაზე ფრაზა არ შესულა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე ე.წ. ყვითელჟილეტიანებისა და მოსკოვის აქციებზეც ისაუბრა.
"[მოსკოვის აქციების ე.წ. ყვითჟილეტიანებთან შედარება არ არის სწორი, რადგან ვინც აპროტესტებდა, თავისუფლად იყვნენ წარმოდგენილი არჩევნებზე. მათ, ვისაც ე.წ. ყვითელჟილეტიანებს ეძახიან, თავისუფლად იყვნენ წარმოდგენილი ევროპის არჩევნებზე, ისინი წავლენ მუნიციპალურ არჩევნებზეც და ეს ძალიან კარგია. მსურს, რომ მათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი არჩევნებზე, რადგან ეს ამცირებს კონფლიქტს. ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი თავი და თავისუფლად იარონ დემონსტრაციებზე", — აღნიშნა პრეზიდენტმა.
კრემლის გაშიფრული სტენოგრამაში კი სიტყვა "არჩევნები" საერთოდ არ არის ნახსენები. "თქვენ იცით, რომ ყველა ამ ადამიანმა, რომელთაც ევროპის საარჩევნო კამპანიის დროს საკუთარი კანდიდატურის დაყენება სურდა, შეძლო ეს, შეძლო ეს თავისუფლად, ყველანაირი ბარიერის გარეშე", — ასე არის ნათარგმნი მაკრონის სიტყვები.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თარგმანის გაუგებრობა თარჯიმნის შეცდომის ბრალია.
"საუბარია სინქრონისტის სიტყვების სკრიპტზე. ასეთი რამ ხდება", — აღნიშნა პესკოვმა და დაამატა, რომ კრემლი შეხვედრის თარგმანს ჩაასწორებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები