როცა ოკუპაცია გრძელდება, პრემიერი კაფე რვაფეხას არ უნდა ხსნიდეს — საპროტესტო აქცია ბათუმში
ბათუმის ბულვარში ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები აპროტესტებენ, პრემიერ მამუკა ბახტაძის ვიზიტს ბათუმში კაფე რვაფეხას გახსნაზე. მათი თქმით, იმის ფონზე, რაც გუგუტიანთკარში ხდება და როგორც რეაგირებს ხელისუფლება, სამარცხვინოა კაფის ფოიერვერკებით გახსნა და პირველი პირის ვიზიტი.
მათივე თქმით, სცადეს პრემიერთან მიახლოება და იმის თქმა, რომ პასუხისმებლობა უნდა აიღოს მომხდარზე და არამხოლოდ გიორგი გახარია, არამედ ის და მთელი ქართული ოცნება უნდა წავიდეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.
მამუკა ბახტაძემ რეაბილიტირებული რვაფეხა დაათვალიერა და ბათუმელებს მიულოცა კაფის აღდგენა. რეაბილიტაცია ფონდ ქართუმ დააფინანსა..
გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა. 15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა. რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახმა სახლი მთლიანად დაშალა და საშენი მასალა გამოიტანა.
მოსახლეობა დახმარებას ითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და გორის მერი სოფელში რამდენიმე დღე არ გამოჩენილან.
ბახტაძე სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დაწყებიდან 2 კვირაში ჩავიდა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებს არ შეხვედრია. პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ პრემიერი ესტუმრა მარღიშვილის ოჯახს, რომელმაც ის ტელევიზიით მიიწვია. თუმცა როგორც On.ge-ს პრესსამსახურმა დაუდასტურა ის არ შეხვედრია გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების ოჯახს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები