თამარ ბაღაშვილი, გიგლა თუმანიშვილი, მაიკო ლომიძე და სხვები — ვინ დატოვა რუსთავი 2
რუსთავი 2 ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. ამის შესახებ მათ ახლახან განაცხადეს, ნაწილმა კი ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.
ესენი არიან:
- თამარ ბაღაშვილი;
- ნათია გოგსაძე;
- დავით ქაშიაშვილი;
- ქეთა ციცქიშვილი;
- მაიკო ლომიძე;
- გიგლა თუმანიშვილი;
- ეკო მაღრაძე;
- დავით ერაძე;
- სოფო ზურაბიანი;
- ჯეიჰუნ მუჰამედალი;
- რუსუდან ჯაბანაშვილი;
- ნინო გაზდელიანი;
- თამთა დოლენჯაშვილი;
- ნათია ტრაპაიძე;
- ნინო სამყურაშვილი;
- თაკო სურგულაძე;
- ქეთი ნადიბაიძე;
- ემა გოგოხია.
"ჩემი ხელით არ დაგანგრევინებ ამ ქვეყანას. ერთი წუთი არ ვიმუშავებ შენთვის!" — ამ სიტყვებით დატოვა არხი პოსტ სკრიპტუმის ჟურნალისტმა, მაიკო ლომიძემ.
ჟურნალისტების ნაწილი მადლობას უხდის თანამშრომლებსა და არხს თანადგომისა და გამოცდილებისთვის. ისინი იხსენებენ არხზე გავლილ წლებს და ამბობენ, რომ ბრძოლა გრძელდება.
"ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14-წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით. მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია, კიდევ შევხვდებით", — ამბობს თამარ ბაღაშვილი.
გიგლა თუმანიშვილი წერს, რომ 11 წელი ერთ ყუთში ჩაატია. ის მადლობას უხდის თითოეულ რესპონდენტსა და ამბობს, რომ რჩება იმ ადამიანების გულშემატკივრად, რომლებიც არხზე მუშაობას აგრძელებენ.
"მე წავედი... ხვალ მოვა ის ვინც საბოლოოდ გამორთავს რუსთავი 2-ის ღილაკს, მივა და იტყვის ბედნიერი სახით, რომ მაგარ საქმეებს გააკეთებს, არადა ერთხელ ვიხილეთ მისი მაგარი საქმეები... მისგან განსხვავებით არც ერთი ჩემი სიუჟეტის არ მრცხვენია, არც ერთი ჩემი ნათქვამი სიტყვის არ მერიდება და კიდევ ვიტყვი, რომ რუსეთი ოკუპანტია, დავით გარეჯი საქართველოა, გუგუტიანთკარი ჩვენი ქვეყანაა, საპატრიარქოში პრობლემებია და მთავრობა დაჩმორებულია რუსული გავლენით!" — წერს თუმანიშვილი.
როგორც რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, მზად არის ისინი მთავარ არხზე დაასაქმოს და ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.
გუშინ, 20 აგვისტოს ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.
პროტესტის ნიშნად არხიდან წავიდნენ დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. არხზე ამ დრომდე არ გასულა საინფორმაციო გამოშვება და ვებგვერდზე არ იდება ნიუსებიც.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები