HBO-მ და Survios-მა ახალი VR თამაში — Westworld Awakening გამოუშვეს, რომელიც პოპულარულ sci-fi დრამა Westworld-ს ეფუძნება.

თამაში თავის სახელს — Awakening, ამართლებს და ზუსტად ისე იწყება, როგორც სერიალი დაიწყო თავდაპირველად. ნებისმიერმა მოთამაშემ შეიძლება გაიღვიძოს ველური დასავლეთის ვირტუალურ სამყაროში და დაბნეულ და შეშინებულ მასპინძელ ქეითად იქცეს. მოთამაშის მთავარი მიზანია, რომ მასპინძელი გადარჩეს Westworld-ში, სახელმძღვანელოდ კი თავისი ადამიანური ცნობიერება უნდა გამოიყენოს.

მოთამაშეებს საშუალება ექნებათ ხელების მოძრაობით გზა გაიკვლიონ Westworld-ის სამყაროში. სცენები ნაცნობი იქნება სერიალის მეორე სეზონიდან. მათ ასევე სხვა მასპინძლებთანაც მოუწევთ ინტერაქცია და გზადაგზა დაბრკოლებების გადალახვა.

ნახეთ ოფიციალური ტრეილერი:

თამაში დაახლოებით ოთხიდან ექვს საათამდე გრძელდება, თუმცა უფრო ხანგრძლივიც შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ რამდენადაა მოთამაშე ჩართული.

Westworld Awakening-ის შეძენა დაახლოებიტ 30 დოლარადაა შესაძლებელი Oculus Store-ზე, Viveport-სა და Steam-ზე. მის შესახებ მეტის გასაგებად შეგიძლიათ ოფიციალურ საიტს ეწვიოთ.