რუსეთში მომხდარი აფეთქების გამო საქართველოში რადიაციული დონე არ გაზრდილა — სააგენტო
საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს აცხადებს, რომ რუსეთში მომხდარ აფეთქებას საქართველოზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. როგორც On.ge-ს სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვასილ გედევანიშვილმა განუმარტა, ამას ადასტურებს საქართველოში განლაგებული მონიტორინგის სადგურები და საერთაშორისო პარტნიორების მონაცემებიც.
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი ქვეყანაა. ამ ორგანიზაციის წევრების ვალდებულებაა მსგავს ინციდენტებზე და რადიაციის დონის ზრდაზე ინფორმაციის გაზიარება, რათა გააფრთხილონ ქვეყნები შესაძლო რისკზე. გედევანიშვილის თქმით, სააგენტოსთან კომუნიკაცია ჰქონდათ და რადიაციის ზრდას არც ისინი ადასტურებენ.
გარდა ამისა, გედევანიშვილი განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილიდან საქართველო 3000 კილომეტრითაა დაშორებული და საფრთხე უფრო ნაკლებია. მისი თქმით, ჰქონდათ კომუნიკაცია უფრო ახლოს მყოფ ქვეყნებთან, უკრაინასა და ნორვეგიასთან და გამოსხივების მატება არც იქ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ნორვეგიაში დაფიქსირდა იოდის ნიშნულის მცირედი ზრდა და ამ ინფორმაციამ საზოგადოება შეაშფოთა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში აქამდეც ყოფილა და ამ ინციდენტს არ უკავშირებენ.
რუსეთში, არხანგელსკის რეგიონში აფეთქება 8 აგვისტოს მოხდა, შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქებით რადიაციის დონე გაიზარდა. ამავეს წერს, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სააგენტო Tass. მათი თქმით, აფეთქების ტერიტორიასთან ახლომდებარე ქალაქ სევეროდვინსკში რადიაციის დონე მოულოდნელად გაიზარდა. თავდაცვის მინისტრი კი საპირისპიროს ამტკიცებს, მისი განმარტებით, რადიაციის დონე ნორმალურია და ატმოსფეროსთვის ზიანს არ წარმოადგენს.
ზოგიერთი ადგილობრივი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ აფეთქება მოხდა გემბანზე, რუსები სამხედრო მოხსენებაში ამბობდნენ, რომ აფეთქება ხმელეთზე მოხდა. რუსეთის უწყებები აგრძელებენ სამხედრო ინსტალაციების დამალვას ამ რეგიონში, სადაც ბირთვული წყალქვეშა ნავები ჰყავთ განლაგებული.
თავდაპირველად გავრცელებული ცნობების თანახმად, რადიაციის დონე გაზრდილი იყო ქალაქ ნინოოკის მახლობლადაც. ეს ქალაქი ბირთვული რაკეტების გამოსაცდელი ადგილია.
The Guardian წერდა, რომ ამ კვირის დასაწყისში, ციმბირში, საბრძოლო მასალის საცავში გაჩენილმა ცეცხლმა 16 500-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახადა დაეტოვებინათ საკუთარი სახლები. აფეთქებული ჭურვები რამდენიმე კილომეტრის მანძილზე დაფრინავდნენ. ხანძრის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი. მეხანძრეებს ცეცხლის ჩასაქრობად 16 საათზე მეტი დასჭირდათ. გამომძიებლები ციმბირში აფეთქებას დაუდევრობას უკავშირებენ და ხანძარს "ადამიანურ ფაქტორებს" აბრალებენ.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები