ფეისბუქი ჯგუფების სისტემას ამარტივებს
რამდენიმე დღის წინ ფეისბუქმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც პლატფორმაზე ჯგუფების სისტემა იცვლება.
მალე ფეისბუქზე მხოლოდ ორი ტიპის — საჯარო და დახურული ჯგუფების შექმნა იქნება შესაძლებელი.
ცვლილების შემდეგ საიდუმლო (secret) ჯგუფები დახურულ (private) ჯგუფებად გადაკეთდება. ჯგუფის მოდერატორს კი ექნება საშუალება გადაწყვიტოს, ხილული უნდა იყოს თუ არა ჯგუფი სხვა ადამიანებისთვის.
ამ ცვლილების მიზანია, რომ პლატფორმა უფრო უსაფრთხო და მარტივი გამოსაყენებელი გახდეს. ფეისბუქმა პლატფორმაზე არასასურველ კონტენტთან საბრძოლველად ორი წლის წინ "უსაფრთხო საზოგადოების ინიციატივა" ჩამოაყალიბა, აღნიშნული ცვლილებაც სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანების ნაწილი საიდუმლო ჯგუფების ფუნქციას არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებდა. მაგალითად, რასიზმის გასავრცელებლად. ორგანიზაცია ProPublica-მ კი ერთი თვის წინ ფეისბუქზე ჯგუფი იპოვნა, სადაც ამერიკელი მესაზღვრეები დაღუპულ მიგრანტებზე ხუმრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სახელის ცვლილება პრობლემას ვერ აღმოფხვრის. საიდუმლო ჯგუფები ფეისბუქზე კვლავ იარსებებს.
დახურული ჯგუფები, რომელთა წევრებისა და შეტყობინებების ნახვაც მხოლოდ ჯგუფში გაწევრიანებულ ადამიანებს შეუძლიათ, ორ ტიპად დაიყოფა, ხილული და დამალული. ხილულის შემთხვევაში ჯგუფის მოძებნა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, თუმცა ჯგუფის შეტყობინებებისა და წევრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება.
დამალული დახურული ჯგუფების მოძებნა და ნახვა კი მხოლოდ მასში გაწევრიანებულ ადამიანებს შეეძლებათ.
საჯარო ჯგუფები კი, რა თქმა უნდა, ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.
ფეისბუქი არასასურველი კონტენტის აღმოსაჩენად ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ დასწავლას იყენებს. ალგორითმის მიერ პრობლემური კონტენტის დაფიქსირებისას თითოეული შემთხვევის განხილვა რეალური ადამიანების მიერ ხდება. თუმცა, ეს სისტემა სრულყოფილებისგან, რა თქმა უნდა, ძალიან შორსაა. ძალადობის შემცველი ჯგუფები კი პლატფორმაზე კვლავ მრავლადაა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები