ადამიანი ობობა Marvel-ის კინოსამყაროს ტოვებს
Marvel-ის კინოსამყაროში ადამიანი ობობას და სუპერგმირზე გადაღებულ ფილმებს ვეღარ ვიხილავთ. წარმატებული პარტნიორობის დასრულება Sony-სა და Disney-ის შორის არსებულ შეუთანხმებლობას მოჰყვა.
მარველისა და სონის პარტნიორობაზე კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა თანამშრომლობისას ამ უკანასკნელს ადამიანი ობობას ფილმებზე საავტორო უფლებები და ბოქს ოფისიდან შემოსავალის დიდი ნაწილი რჩებოდა.
დისნეიმ სონის სთხოვა, რომ ადამიანი ობობას მომავალი ფილმებიდან შემოსავალი სტუდიებს შორის 50/50-ით გაყოფილიყო. შეთავაზებაზე სონიმ უარი თქვა, რის შემდეგაც დისნეიმ შეთანხმება დაასრულა.
სონი ფიქჩერსის ტვიტერზე გამოქვეყნებული განცხადებით, კინოსტუდია დამდგარ შედეგზე იმედგაცრუებას გამოხატავს. მასში აღნიშნულია, რომ მარველის პრეზიდენტი, კევინ ფეიჯი ადამიანი ობობას მომავალი ფილმების მთავარი პროდიუსერი არ იქნება.
"იმედს ვიტოვებთ, რომ მოცემულობა მომავალში შეიცვლება, თუმცა იმ ახალი პასუხისმგებლობების გამო, რაც მას დისნეიმ დააკისრა, გვესმის, რომ ის იმ პროექტებზე აღარ იმუშავებს, რომელსაც მარველი არ ფლობს. კევინი საოცარია და მისი გაკვალული ბილიკისთვის, რომელსაც ჩვენ გავაგრძელებთ, მადლიერები ვართ", — წერია ტვიტების სერიაში.
ადამიანი ობობას ფრენჩაიზიდან ბოლო ფილმი, Spider-Man: Far From Home, სონისთვის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები