ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ.
წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს.
ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე "გაჯეტებს"თან ვატარებდით "აგენტებით". ერთი სიტყვით აიფონებს — Siri-ით
ჯობსმა 1984 წელს, ჟურნალ Newsweek-თან ინტერვიუში თქვა: "შემდეგ ეტაპზე კომპიუტერებს "აგენტების" ფუნქცია ექნებათ. წარმოიდგინეთ ყუთი პატარა ადამიანით, რომელიც თქვენს სურვილებს გამოიცნობს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ პატარა ყუთის ქონა, რომლის თან ტარებასაც შევძლებდით, შესანიშნავი იქნებოდა."
აიფონი 2007 წელს გამოვიდა, ხოლო iOS-ის ციფრული ასისტენტი Siri 2010 წელს.
ჯობსმა ავტო ინვენტარის წინასწარ დამზადების შეწყვეტაც იწინასწარმეტყველა
1996 წელს, ჯობსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: "ავტო დილერების მაგალითი მოვიყვანოთ. ინვენტარზე უამრავი ფული, მილიარდობით დოლარი იხარჯება. ეს სწორი მიდგომა არაა. ინვენტარის წინასწარ დამზადება უამრავ ფულს მოითხოვს, მარტივი სამიზნეა ვანდალიზმისთვის და ბოლოს მოძველებული ხდება. მის დამზადებას დიდი დროც სჭირდება. და, ხშირ შემთხვევაში ისეთ მანქანას, როგორიც და რა ფერშიც გინდათ, მაინც ვერ შოულობთ. კომპანიებმა კი ვაჭრობა უნდა დაგიწყონ. ინვენტარისგან გათავისუფლება ხომ არ სჯობს? კარგი იქნებოდა, უბრალოდ ერთი თეთრი მანქანა იყოს და მისი სხვა ფერებში ნახვის შესაძლებლობაც არსებობდეს. შემდეგ კი შენთვის სასურველ ავტომობილს შეუკვეთავ, რომელიც მზად ერთ კვირაში იქნება."
კომპანია Tesla-მ პირველი შოურუმი 2008 წელს ლოს-ანჯელესში გახსნა. მათ მაღაზიებში ძალიან ცოტა მანქანას თუ იხილავთ. მყიდველებს სპეციალურად მათთვის შექმნილი ტრანსპორტის გამყიდველთან ან ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობა აქვთ.
ჯობსის ძველი წარმოდგენა იმეილის ფუნქციაზე, ზედმეტად ჰგავს დღევანდელ "Cloud საწყობის" ფუნქციას
1996 წელი: "უკვე აღარაფერს ვინახავ. ინტერნეტში სხვადასხვა გვერდებზე შევდივარ და ძალიან ხშირად ვიყენებ იმეილს. მათი საშუალებით აღარაფრის შენახვა მიწევს. სხვათაშორის, რაიმეს გახსენების ჩემთვის საყვარელი გზა საკუთარი თავისთვის იმეილის გაგზავნაა. ესაა ჩემი საცავი."
ახლა: კომპანია ეფლმა iCloud 2011 წელს შექმნა. დღეს ჩვენი ფაილების ინტერნეტში cloud-ით ავტომატური დამახსოვრება ჩვეულებრივი მოვლენაა.
ბილ გეითსმა სახლის ონლაინ საკონტროლო სისტემის შექმნა იწინასწარმეტყველა
1999 წელი: "თქვენი სახლის ვიდეო-კონტროლი ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ვიდეო სტუმრის მოსვლას შეგატყობინებთ, როცა სახლში არ იქნებით."
დღეს ამაზონის Ring doorbell-ის უსაფრთხოების კამერები აშშ-ის გარშემო დიდი რაოდენობით იყიდება.
გეითსმა "ჭკვიანი" რეკლამების შექმნა იწინასწარმეტყველა, დღეს კი მომხმარებლები იმაზე ღელავენ, რომ მათი სმარტფონები ისმინება.
1999 წელი: გეითსი წიგნში ბიზნესი ფიქრის სისწრაფით წერდა: "მოწყობილობებს ჭკვიანი რეკლამის სისტემა ექნებათ. მათ ეცოდინებათ რას ყიდულობთ ხშირად და რეკლამებს თქვენს გემოვნებაზე დაყრდნობით გიჩვენებენ."
დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ფეისბუქი და ინსტაგრამი სმარტფონებს უსმენენ და შემდეგ მომხმარებელს რეკლამას ამ საუბარზე დაყრდნობით სთავაზობენ.
გეითსმა იწინასწარმეტყველა, რომ სამსახურის შოვნას ინტერნეტში შევძლებდით - დღეს LinkedIn გვაქვს.
1999 წელს, გეითსი წიგნში ბიზნესი ფიქრის სისწრაფით წერს: ადამიანები მათი ინტერესების, საჭიროებებისა და უნარ-ჩვევების დაფიქსირებით სამსახურის პოვნას ონლაინ შეძლებენ.
ბილ გეითსის ამ განცხადებიდან ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 2003 წელს LinkedIn დაარსდა. Hootsuite-ის მონაცემებით ამერიკაში დასაქმებულთა რიცხვი LinkedIn-ის პროფილებზე დაყრდნობით 2019 წლის თებერვალში 154 მილიონს შეადგენდა.
ჯეფ ბეზოსმა თქვა, რომ ამაზონი და წიგნის მაღაზია Barnes & Noble ერთმანეთის კონკურენტები მუდმივად არ იქნებოდნენ.
1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: "სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ისინი ერთი წლის შემდეგ პირდაპირ კონკურენტებად აღარ ჩაგვთვლიან. დღეს, ცხადია, რომ მეტოქეებად აღგვიქვამენ, მაგრამ ორივეს განსხვავებული გზა გვაქვს... ჩვენ ელექტრონული კომერციის მომავალს ვქმნით, ისინი კი თავიანთი ბიზნესის დაცვას ცდილობენ."
ახლა: ამაზონი მზარდი ონლაინ მარკეტია, რომელიც წიგნებზე ბევრად მეტ ნივთს გვთავაზობს. კომპიუტერული მოწყობილობები, ვიდეო და მუსიკალურის სტრიმები და ლოჯისტიკა ამაზონის უზარმაზარი იმპერიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
ბეზოსმა იწინასწარმეტყველა, რომ მაღაზიაში გაყიდვადი პროდუქტების ინტერნეტით შეძენას შევძლებდით.
1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა, რომ 2020 წლისთვის: "მაღაზიაში გაყიდვადი პროდუქტების უზარმაზარ ჩამონათვალს — საკვებს, ქაღალდს, საწმენდ საშუალებებს და ბევრ სხვა რამეს ელექტრონულად შეუკვეთავთ."
2014 წელს ამაზონის Prime Pantry შეიქმნა, რომელიც სარეცხი საშუალებებით დაწყებული და შამპუნით დამთავრებული, დაბალფასიან სასურსათო და საოჯახო პროდუქტებს გვთავაზობს.
ბეზოსმა ინტერნეტთან დაკავშირებული სხვადასხვა მოწყობილობების გაჩენა იწინასწარმეტყველა
1999 წელი: ბეზოსმა ჟურნალ Wired-თან ინტერვიუში თქვა: "მჯერა, რომ ბევრი სხვადასხვა სახის მოწყობილობა, ინტერნეტთან და ქსელებთან დაკავშირებული ბევრი პატარა რამ იარსებებს."
დღეს სახლები უამრავი მოწყობილობით, მათ შორის სპიკერებით და უსაფრთხოების სისტემებითაა აღჭურვილი.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები