"ყველაფერი კარგად იქნება", — ასე გამოეხმაურა რუსთავი 2-ის მფლობელი, ქიბარ ხალვაში არხიდან თანამშორმლების წასვლას.

ფოტო: სრქინი ფეისბუქიდან

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

პროტესტის ნიშნად არხი დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიშა სესიაშვილმა.