დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აღრმავებს ეჭვებს პოლიტიკურ მოტივაციებზე — NGO-ები რ2-ის ჟურნალისტების გაშვებაზე
9 არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი 2-დან ჟურნალისტების გათავისუფლებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები აღრმავებს ეჭვებს პოლიტიკურ მოტივაციებზე. მათი თქმით, დასტურდება, რომ რეალური მიზეზი არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა. მათივე თქმით, არაერთხელ მოუწოდეს მენეჯმენტს არ ჩარეულიყო არხის კრიტიკულ პოზიციაში და ამის დაპირებებიც გაიცა, თუმცა სხვა შედეგი დადგა.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საყურადღებოა არხიდან გათავისუფლებული საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის განცხადება იმაზე, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მის დაყოლიებას ცდილობდნენ სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად. ასევე, ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტი ხშირად საუბრობდა ფინანსურ პრობლემებზე და ამის ფონზე ყველაზე რეიტინგული გადაცემების წამყვანები გაათავისუფლა. არასამთავრობოები ამბობენ, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების არდარიცხვაც არაპირდაპირ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.
"აღნიშნულიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ რუსთავი 2-ის წამყვანი ჟურნალისტების სამსახურიდან ბუნდოვანი მიზეზებით გაშვება სინამდვილეში არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა", — აცხადებენ NGO-ები.
მათი თქმით, რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და უარყოფით გავლენას იქონიებს, როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.
განცხადებას ხელს აწერენ:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- საზოგადოება და ბანკები;
- მედიის განვითარების ფონდი;
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- მწვანე ალტერნატივა;
- კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი.
ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.
პროტესტის ნიშნად არხი დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ, პაატა იაკობაშვილმა და მიშა სესიაშვილმა.
გაიგეთ მეტი ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზებზე:
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები