რიდლი სკოტის საკულტო ფილმი Blade Runner მსოფლიო კინოთეატრებსა და საბჭოთა VHS კასეტებზე 34 წლის წინ გამოვიდა. მასში მთავარ როლებს ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი და დერილ ჰანა ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი 2019 წელს, ლოს ანჯელესში ვითარდება. ყოფილი პოლიციელი რიკ დეკარდი (ჰარისონ ფორდი) ბიოინჟინერიის საშუალებით შექმნილ ოთხ არსებას, ე.წ. რეპლიკანტებს ეძებს, რომელთა განეიტრალებაც აქვს დავალებული.

სიქველს Blade Runner 2049 ერქმევა, სიუჟტი, როგორც მიხვდით, 30 წლის შემდეგ ვითარდება. როგორც ცნობილია, რიკ დეკარდის როლს ისევ ჰარისონ ფორდი შეასრულებს, ხოლო მისი პარტნიორი რაიან გოსლინგი იქნება.

ფილმის რეჟისორი დენის ვილენვეა (Sicario, Arrival), ხოლო სამსახიობო დასში ჯარედ ლეტო და რობინ რაითიც გვხვდებიან.

ფილმი კინოეკრანებზე 2017 წლის 6 ოქტომბერს გამოვა და გავრცელებული ინფორმაციით, Oculus Rift-ის VR ანუ ვირტუალური რეალობის მხარდაჭერა ექნება. ეს რას ნიშნავს ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, მაყურებელს VR მოწყობილობები დაურიგდებათ, რომლებსაც ისინი გაიკეთებენ და ფილმის სამყაროში ვირტუალურად შეაბიჯებენ.