ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ თანამედროვე კინოს მეძავს ადარებს
პრიზის გადაცემისას მან აღნიშნა, რომ კინო დღეს მეტისმეტად სწრაფად იცვლება და ამბის გადმოცემის ფორმებითა თუ სიუჟეტის განვითარების ტემპით, სატელევიზიო შოუებისთვის დამახასიათებელი თხრობის მანერას იმეორებს.
ოსკაროსან მექსიკელ რეჟისორს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ბოსნია-ჰერცოგოვინაში სარაევოს კინოფესტივალზე საპატიო ჯილდო გადასცეს. ფესტივალის ფარგლებში ინიარიტუმ არაერთხელ ისაუბრა თანამედროვე კინოსამყაროში არსებულ მდგომარეობაზე: პრიზის გადაცემისას მან აღნიშნა, რომ კინო დღეს მეტისმეტად სწრაფად იცვლება და ამბის გადმოცემის ფორმებითა თუ სიუჟეტის განვითარების ტემპით, სატელევიზიო შოუებისთვის დამახასიათებელი თხრობის მანერას იმეორებს.
ფესტივალის მიმდინარეობისას მან ზოგადად კინოს არსზეც ისაუბრა: "ფილმის შექმნას უფრო ღრმად დაფიქრება, მეტი მოთმინება სჭირდება, რადგან ის გაცილებით იდუმალი, მოუხელთებელი, პოეტური და ემოციურად გულწრფილი უნდა იყოს. ადრე ხელოვანები ცდილობდნენ ამბის თხრობის განსხვავებული გზები აღმოეჩინათ და კინოენა განევითარებინათ. ახლა კი ასე აღარ არის: მხოლოდ ფინანსურად მომგებანი პროდუქტები და სატელევიზიო შოუები შემოგვრჩა."
ინიარიტუს ბოლო წლების ისეთი გამორჩეული კინემატოგრაფიული შედევრები, როგორებიცაა Birdman და The Revenant, სწორედ პერსონაჟებზე ორიენტირებული ამბის თხრობით სათქმელის გადმოცემის განსხვავებულ გზებს გვათავაზობს. "დროთა განმავლობაში ენა იცვლება და ახალი სიუჟეტური სქემებისა თუ თხრობის მანერის საჭიროება მწვავედ დგას, რადგან იმ მეთოდებმა, რომლითაც მხატვრულ ნაწარმოებში სათქმელის გადმოცემას ვცდილობდით, დამახინჯება, ტრადიციული ფორმის დაკარგვა დაიწყო. მაყურებლების უმეტესობა ძალიან მოუთმენელი გახდა და მხოლოდ ამას გაიძახიან: „მეტი მაჩვენე!“, „ვინმე მოკალი!“, „რამე გააკეთე!“, - ამბობს რეჟისორი.
მაშინ, როცა ინიარიტუმ თავის კოლეგებს თანამედროვე ტენდენციებზე საკმაოდ კრიტიკული შეფასებები გაუზიარა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სატელევიზიო სივრცემ კინორეჟისორებისთვის ბევრი კარგიც გააკეთა. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ დაანონსდა, რომ ახალ ონლაინ-პლატფორმა HBO Max-ზე სტივენ სოდერბეგის ფილმის დებიუტი შედგება. ასევე ინიარიტუს ისეთმა ცნობილმა თანამემამულეებმა, როგორებიც ალფონსო კუარონი თუ გილერმო დელ ტორო არიან, ეს სივრცე უკვე წარმატებითაც გამოიყენეს ახალი ფილმების შესაქმენლად - იქნება ეს Roma თუ 10 After Midnight.
ამის მიუხედავად, ინიარიტუს მაინც აეჭვებს თანამედროვე მიდგომების უპირატესობანი: "ყველაფერი ისე უცებ შეიცვალა, რომ ახლა ფილმებს მაყურებლების სურვილების დასაკმაყოფილებლად ქმნიან. ასეთი ფილმები აუცილებლად გლობალური პროექტი უნდა იყოს და ბევრ ფულს უნდა გამოუმუშავებდეს, რითიც საბოლოოდ კოკა-კოლას რეკლამებს ემსგავსებიან. რა ეშველება იმ მომავალ თაობებებს, რომლებსაც შესაძლებლობა აღარ ექნებათ გაიგონ, თუ როგორია იდუმალი, მოუხელთებელი ან პოეტური კინო?"
ინიარიტუმ აგრეთვე კინოხელოვანისთვის "აუცილებელ" მარცხზე, რისკსა და შეუპოვრებაზეც ისაუბრა: "პირველი ფილმი, შეიძლება, არც კი იყოს სრულყოფილი, მაგრამ სწორედ ასეთია პოეზია, ასეთია ადამიანი - სწორედ ეს სიტლანქე და მოუხეშავობა მომწონს. მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ისე გამოხატავენ, როგორებიც ნამდვილად არიან - თავიანთი შეცდომებითა და ნაკლული მხარეებით."
ფილმების Babel და 21 Grams რეჟისორმა სარაევოს კინოფესტივალზე ისიც განაცხადა, რომ ზოგიერთისთვის კინო "მხატვრული ფორმაა, რომლითაც სამყაროს აღქმის პირადი ხედვის გადმოცემა სურს, ზოგიერთისთვის ეს მხოლოდ გართობაა, სხვებისთვის კი უბრალო საშუალება, რომლითაც ფულს გამოიმუშავებს. ეს უკანასკნელი კი ინტერესების ორგიას ემსგავსება: პოეტური პრინციპები და ფინანსური მოგებით დაინტერესებული მეძავი ერთ საწოლში არიან."
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
კომენტარები