ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფელ ბობნევთან მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ქაცარავამ ფეისბუქზე დაწერა, მან სოფელში დათა პაპას წამლები მიუტანა, სადაც რამდენიმე ადამიანი დახვდა.

"დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5-კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ", — წერს ქაცარავა. მისივე თქმით, ადგილზე მყოფმა პოლიციამ თავდასხმის შეჩერება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.