ომბუდსმენი უგრეხელიძეზე: ჩვენ სექსუალური შევიწროება დავადგინეთ, სასამართლოს ამაზე არ უმსჯელია
საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მის გაცემულ რეკომენდაციას პაპუნა უგრეხელიძის საქმეზე. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ უგრეხელიძის მხრიდან თანამშრომელზე სექსუალური შევიწროების ფაქტი 8-თვიანი შესწავლის შემდეგ დაადგინა და ამ პროცესში უგრეხელიძეს მტკიცებულებების ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.
ნინო ლომჯარიამ განმარტა ისიც, რომ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ქალს უგრეხელიძეზე გავრცელებული ზოგიერთი ცნობის უარყოფა დაევალა კერძო სამართლებრივი ხასიათის იყო და მისი მიზანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა. ასევე, აღნიშნა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან, მის ნაწილთან ან მანდატთან დაკავშირებული საკითხი. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, არ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დადგა გაცემული რეკომენდაცია.
მისივე თქმით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მსხვერპლი ქალის და პაპუნა უგრეხელიძის მიერ წარმოდგენილ წერილობით პოზიციებს, მათთან ზეპირი გასაუბრებისას გამოთქმულ მოსაზრებებს, ტელეფონის და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მხარეებს შორის არსებულ კომუნიკაციას და მესამე პირებისგან მოპოვებულ ინფორმაციას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მედიასაშუალებებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი შემთხვევების შეფასებას და საქმესთან დაკავშირებული პირების ინტერესების დაცვის მიზნით, მაქსიმალურად ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელონ.
9 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი ქალის წინააღმდეგ, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა. უგრეხელიძის სასარჩელო მოთხოვნა ეხებოდა გავრცელებული ცნობების და ღირსების შემლახავი გამონათქვამების უარყოფას. დავის საგანი არ ყოფილა სექსუალური შევიწროების დადგენა. თუმცა, მედიასაშუალებების ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს, სასამართლომ სექსუალური შევიწროება არ დაადგინა.
ქალმა საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე სექსუალურ შევიწროებაში 2018 წელს დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ საჯარო რეესტრში მუშაობის პერიოდში, ყოველდღიურად უწევდა უგრეხელიძისაგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანა. მისი თქმით, სიტუაციის გამწვავება არ სურდა და ამიტომ ითმენდა. დუმილის დარღვევა კი მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საჯარო რეესტრში დაკავებული თანამდებობა დატოვა და ახალ სამსახურში უგრეხელიძის მხრიდან მუქარისა და ღირსების შემლახავი განცხადებები გაგრძელდა. უგრეხელიძემ სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი 2018 წლის 27 მარტს დატოვა, სასამართლოში კი 14 ივნისს იჩივლა.
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები