სოფელ გუგუტიანთკარის მოსახლეობა, სადაც ე.წ. საზღვრის უკანონო გავლება გრძელდება, ხელისუფლებას და ისტორიკოსებს, ჩავიდნენ სოფელში და ჩაიტანონ სახელმწიფო რუკები. ამის შესახებ ადგილობრივმა რუსთავი 2-თან საუბარში თქვა.

"ჩვენ რომ გვიფრიალებენ რუკებს, რა ღმერთი გვიწყრება? გაგვარკვიონ მაინც, გვითხრან, ან ხელისუფლებამ ან თვითონ ისტორიკოსი გამოვიდეს და თქვას, ჩვენ დოკუმენტები გვაქვს და ორი სიტყვა თქვან, რომ ეს ასე კი არ არის ასეა. მობრძანდით და ხალხს უთხარით თქვენი პროფესიონალური სიტყვა. დაარწმუნეთ, რომ ქვეყანა ახლა საფრთხეშია", — ამბობს ადგილობრივი მცხოვრები, ნელი გუგუტიშვილი.

გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის (ე.წ. საზღვრის გადმოწევის) პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო. რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს სახლების დასაცლელად. ისინი სახლს მთლიანად შლიან და საშენი მასალა გამოაქვთ.