აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიის შესაძლო ყიდვაზე იხუმრა. პრეზიდენტმა ტვიტერზე გრენლანდიაში აშენებული Trump Tower-ის ფოტო გამოაქვეყნდა წარწერით: "გპირდებით, გრენლნადიას ამას არ გავუკეთებ".

მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპს მსოფლიოს ყველაზე დიდი კუნძულის, გრენლანდიის ყიდვა სურდა. შემდგომში ეს ინფორმაცია თვითონ ტრამპმაც დაადასტურა.

გრენლანდია ჩრდილოეთ ყინულოვან და ატლანტის ოკეანეებს შორის, ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტთან მდებარეობს. ყველაზე დიდი კუნძული ამჟამად დანიის დაქვემდებარებაშია და ფართო ავტონომიით სარგებლობს.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიის ყიდვა სტრატეგიული მიზნებისთვის იქნებოდა საინტერესო. ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა დანიის ხელისუფლება. პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება და აშშ-სთვის მისი მიყიდვის იდეა აბსურდულია:

"გრენლანდია დანიის არ არის. გრენლანდია ეკუთვნის გრენლანდიას. იმედი მაქვს, რომ ეს სერიოზულად არ განიხილება".