მიდის მოლაპარაკებები სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზე — აწარმოე საქართველოში
სააგენტოს აწარმოე საქართველოში ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სხვა მასშტაბურ ჰოლივუდურ პროექტებზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ამის შესახებ ის Fast and Furious 9-ის მონაკვეთის თბილისში გადაღებასთან დაკავშირებით Facebook-ზე წერს.
ხიდურელი აღნიშნავს, რომ ჰოლივუდი უკვე აწარმოებს საქართველოში, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ბევრი აზრი გაჩნდა, მათ შორის რამოდენიმე სკეპტიკური, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის:
- ქვეყანაში დახარჯული 32 მილიონ ლარზე მეტი — ადგილობრივი სერვისების შეძენა, აღჭურვილობის დაქირავება, სასტუმროს ხარჯები, ხელფასები ადგილობრივად დასაქმებულებს, ტრანსპორტის დაქირავება, ბაზირება (ექსპო ჯორჯია აქვთ აღებული 5 კვირით);
- ყველაზე ეფექტური მარკეტინგული აქტივობა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ტურისტების მოზიდვისთვის, ვიღებთ ქვეყნის Placement-ს მსოფლიო ბლოგბასტერში, უფასოდ.
- ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა.
რაც შეეხება cash rebate-ს, ჩვენი პროგრამის გადაიღე საქართველოში თანახმად, დახარჯული კვალიფიციური თანხის 20-25 პროცენტი კინომწარმოებელ კომპანიას უბრუნდება უკან და რეალურად გადასახადის დაქვითვის ხარჯზე ხდება. ეს არის ძალიან კარგად აპრობირებული მექანიზმი და ბევრ ქვეყანაში უკვე იქცა კიდეც ეკონომიკის წამყვან ინდუსტრიად. აღარაფერს ვამბობ იმ უდიდეს გამოცდილებაზე, რასაც ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ აღნიშნული პროექტში მონაწილეობის შედეგად", — აღნიშნავს ხიდურელი.
თბილისში ფილმ Fast and Furious 9-ის გადაღებები დღეს, 19 აგვისტოს დაიწყო. ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები