მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ გეგიძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა. მისი თქმით, გამოკითხვაზე უახლოეს დღეებში მივა.

ფაქტის დასადასტურებლად და გამოკითხვის მიზეზის დასადგენად On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დილით დაუკავშირდა, თუმცა უწყება კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს. მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.