საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება, რის გამოც მიმდინარე წლის 18 აგვისტოს 20 საათიდან 23 აგვისტოს 24 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის შემდეგი განრიგი, კერძოდ:

  • მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი ავტომანქანები ვერ ისარგებლებენ ბარათაშვილის ხიდით, შესაბამისად ისინი მოძრაობას პირდაპირ, გვირაბის გავლით გააგრძელებენ, საიდანაც ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარჯვენა სანაპიროზე.
  • მარჯვენა სანაპიროზე მოძრავი ავტოტრანსპორტი ვერ იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩაზე (იუსტიციის სახლთან ასასვლელი პანდუსით) თავისუფლების მოედნის მიმართულებით. მძღოლებმა მარცხენა სანაპიროზე მოსახვედრად მოძრაობა უნდა გააგრძელონ მარჯვენა სანაპიროზე და ევროპის მოედნის გავლით მოხვდებიან მარცხენა სანაპიროზე.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.