საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს გამოეხმაურა. ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე პრეზიდენტმა დაპოსტა, რომ ანწუხელიძემ "სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს".

პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას საოკუპაციო ხაზიდან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა სამი პოსტი. მათგან ერთ-ერთი აფხაზეთის ომის 27 წლის თავს ეხებოდა, ერთში საქართველოს ექსპრეზიდენტის ინტერვიუ იყო შეფასებული, მესამე კი ეროვნულ გმირზეა.

გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარს ავლებს. შედეგად ორი ადგილობრივის სახლები, მიწის ნაკვეთები და სავარაუდოდ, წყლის რეზერვუარი საოკუპაციო რეჟიმის მხარეს მოექცა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. გუგუტიანთკარში ამ დრომდე არ ჩასულან პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი.

ამავე თემაზე: