ბორჯომობის დღესასწაულისთვის გამოყნებეული დეკორატიული ქოლგები მოსახლეობამ ჩამოხსნა და სახლში წაღება სცადა. ფაქტის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძების ორგანიზატორი ერთ-ერთი პირი მოქალაქეებს მოუწოდებს ქოლგები ადგილზე დააბრუნონ და აფრთხილებს მათ, რომ ისე ტერიტორიას ვერ დატოვებენ. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი მას წინააღმდეგობას უწევს, სხვები კი მოუწოდებენ, რომ "ხალხს თავი დაანებოს".

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმშიც, როცა ბათუმობისთვის გამოყენებული დეკორაციული ქოლგები და ლენტები მოსახლეობამ ჩამოხსნა.