ავღანეთში, ქაბულში საქორწილო დარბაზში ბომბი აფეთქდა. აფეთქების შედეგად 63 ადამიანი გარდაიცვალა, 180-ზე მეტი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემას თვითმხილველმა განუცხადა, რომ თვითმკვლელმა ბომბი საქორწინო ცერემონიის დროს ააფეთქა.

აფეთქება ადგილობრივი დროით 22:40 საათზე ქალაქის დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია თავის თავზე აფეთქება.