საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა. მინისტრი მოსახლეობას მედიის გარეშე შეხვდა და ეს იმით განმარტა, რომ გულწრფელი საუბარი სურდა და არა "საპიაროდ გამოყენება".

მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბრისას ზალკალიანმა განაცხადა, რომ მადლიერია ადგილობრივების, რომლებიც სიტუაციას "გაგებით ეკიდებიან". მინისტრის თქმით, მან მიაწოდა ხალხს ამომწურავი ინფორმაცია იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადადგა სიტუაციის დასარეგულირებლად საგარეო უწყებამ.

გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე დღეში შეწყდა.15 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმმა მუშაობა განახლა.

რუსი სამხედროები ძელებს არჭობენ საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში. ე.წ. საზღვარს მიღმა ექცევა მათი საცხოვრებელი სახლი, ყანები და წყლის რეზერვუარი. საოკუპაციო რეჟიმმა სამი დღე მისცა ადგილობრივებს, სახლების დასაცლელად. რაზმაძეების ოჯახი სახლს მთლიანად შლის და საშენი მასალა გამოაქვთ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვ

მომხდარს უკვე გამოეხმაურა საერთაშორისო თანამეგობრობა და რუსეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუგუტიანთკარში იმყოფებდონენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც და ადგილზე გაეცნენ ვითარებას.