საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჩამოსაყალიბებლად დამატებითი დრო ითხოვა. სასამართლოს ახალი თავჯდომარის არჩევა კი გადაიდო.

საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთმა მოსამართლემ, მერაბ ტურავამ განაცხადა, რომ პლენუმს მხოლოდ 5 მოსამართლე ესწრებოდა, ხოლო კენჭისყრა არ ჩატარებულა:

"კვორუმს რაც შეეხება და კენჭისყრას, არ ჩატარებულა. შესაბამისად, ჩვენ დღეს კვორუმი არ გვჭირდებოდა. კვორუმი დაგვჭირდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხებს განვიხილავდით და კენჭისყრაზე დავაყენებდით. მემგონი, არაფერი დაჩქარებულა. დაჩქარებული იქნებოდა მაშინ, კენჭისყრა რომ ჩატარებულიყო. ჩვენ ჩავატარებთ მაშინ, როდესაც კვორუმი შედგება და მაშინ, როდესაც ყველა მოსამართლე იქნება მზად".

ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაიშალა თუ არა სხდომა, პასუხი არ გასცა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავჯდომარის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც 30 სექტემბერს გიორგი პაპუაშვილს უფლება-მოსილების ვადა ამოეწურა.