ფორსაჟის გადაღებების გამო 10 დღით ქვეითებისა და ტრანსპორტისთვის ვაჟა-ფშაველა გადაიკეტება
ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო თბილისში, ვაჟა-ფშაველას ნაწილი ქვეითებისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო მანქანებისთვის ათი დღით გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კერძოდ, 18 აგვისტოს, დილის შვიდი საათიდან 27 აგვისტოს, 18:00 საათამდე გადაადგილება აიკრძალება იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ დელისამდე. მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.
მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:
- ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;
- თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით.
დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები #21, #24, #34, #47, #49, #51, #54, #66, #87, #88 და #150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ დელისთან იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება.
მიკროავტობუსები და ავტობუსები #63 და #99 მეტროსადგურ დელისიდან ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები #6 და #89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება.
კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
ფილმის გადაღებების გამო მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე და ქალაქ რუსთავშიც, თუმცა, კონკრეტული ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
პროგრამის გადაიღე საქართველოში ფარგლებში ჰოლივუდის ფილმს ფორსაჟი 9-ს 10-წუთიან მონაკვეთს საქართველოში გადაიღებენ. ფილმის საქართველოში გადაღება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტის დროს გადაწყდა. საქართველოში ჰოლივუდური ფილმის გადაღებისთვის მაქსიმუმ 31,4 მილიონი ლარი (31 358 162 ლარი) უნდა დაიხარჯოს. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში წერია, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. განკარგულება 10 ივლისით თარიღდება.პროფესიული საჰაერო ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოების მიზნით, უცხოურმა ოპერატორმა, XM2 UK LIMITED-მა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, უპილოტო საჰაერო ხომალდების სავალდებულო რეგისტრაციის პროცესი გაიარა და გადაღებებისთვის საქართველოში 8 უპილოტო საჰაერო ხომალდიც დარეგისტრირდა.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები