მწერალ ნინო ხარატიშვილს შილერის მემორიალურ პრიზს გადასცემენ
შილერის პრემია ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.
2019 წლის შილერის მემორიალური პრიზის და ფულადი ჯილდოს 25 000 ევროს ოდენობით მფლობელი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი გახდა.
ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიაში, ბადენ ვიურტემბერგში 1955 წლიდან არსებობს და ის სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ ისეთ დიდ მწერლებს, როგორებიც არიან მაქს ფრიში, პიტერ ჰანდკე და კრისტა ვულფი.
"ნინო ხარატიშვილი გერმანული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია და არამხოლოდ მისი თაობის. მისი პროზა შთამბეჭდავად ასახავს, თუ რა შეუძლია ლიტერატურას, როდესაც ის სოციალური კონფლიქტების ასახვას ცდილობს." — განაცხადა გერმანიის კულტურის მინისტრმა, ტერესია ბაუერმა. ხარატიშვილის დაჯილდოების გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ჟიურიმ მიიღო, რომლის თავმჯდომარეც სახელმწიფო მდივანი პეტრა ოლჩოვსკია. ნინო ხარატიშვილს პრიზს ის პირადად გადასცემს.
დაჯილდოება 2019 წლის 14 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაიმართება.
ჟიურის შეფასებით "ნინო ხარატიშვილის ლიტერატურული ნამუშევრები დახვეწილი ესთეტიკის მქონე და მრავალსახოვანია. მისი პროზა ასახავს ემიგრაციას და მისგან მიყენებულ ფსიქოლოგიურ ზიანს, განსაკუთრებით კი ქალის პერსპექტივიდან. მის რომანში მერვე სიცოცხლე (ბრილკას), რომელიც 1200 გვერდამდეა, ხარატიშვილი გამოჩნდა, როგორც დიდი ლინგვისტური სტილისტი."
კულტურის მინისტრის, ტერესია ბაუერის განცხადებით, "ნინო ხარატიშვილისთვის ლიტერატურას ყოველთვის ჰქონდა სოციალური და პოლიტიკური ფუნქცია. მისი დაჯილდოებით ჩვენ ვაჯილდოვებთ ავტორს, რომელიც გერმანულ ენას ახალი პერსპექტივებიდან წარმოაჩენს."
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
კომენტარები