ციხელაშვილი: ჩვენ შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები დავშალოთ
"აქ ცხოვრება გმირობის ტოლფასია", — ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გუგუტიანთკარში განაცხადა.
მისი თქმით, უკანონო ბარიკადები და მავთულხლართები, ეს არ არის ახალი მოვლენა. ეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, არის მანიფესტი იმისა, რომ ძალიან ცოცხალი, მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ.
"პროცესი 2008 წლის ზუსტად ამ თვიდან, აგვისტოდან დაიწყო ფაქტობრივად, უშუალოდ ასეთი შეღობვები 2009-2011 წლებში იყო, 2013 წელსაც იყო ასეთი მსხვილი ეპიზოდები. ჩვენი ქვეყნის შუაგულში 100-ზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი. აშკარაა, მე დღეს რაც აქ ვნახე, უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა სხვას არაფერს ემსახურება თუ არა დამატებითი დაძაბულობის შექმნას, ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ზომაა", — განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ის ამბობს, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება: "სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას, ეს არის ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე, იმიტომ, რომ მე ვარ დარწმუნებული, ასეთი შეუპოვრობით, მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით, მაგრამ პირველ რიგში, ამ ადამიანების გვერდში დგომით და ამ ადამიანების ასეთი შეუპოვარი დამოკიდებულებით, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს მახინჯი მავთულხლართები დავშალოთ".
რადიო თავისუფლების კითხვაზე მოექცევა თუ არა ორი სახლი საოკუპაციო ხაზის მიღმა ქეთევან ციხელაშვილს დაზუსტებული პასუხი არ აქვს: "ვადგენთ, იმიტომ, რომ აშკარაა, რომ რაღაც მონაკვეთებში არის ბოძები ჩაყრილი და მახინჯი, უხეში კონსტრუქციები გაკეთებული".
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გუგუტიანთკარში ვიზიტისას თქვა, რომ ორი სახლი საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ხვდება და ამ სახლის პატრონებს 3-დღიანი ვადა მიეცათ საკუთარი ნივთების გასატანად.
15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. დადასტურებული ინფორმაციით, ორი ოჯახის, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდება. მათ ტერიტორიის დასაცლელად სამდღიანი ვადა მიეცათ. სამი დღის შემდეგ ისინი საკუთარ სახლებში ვეღარ შევლენ. შესაძლოა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდეს სოფლის მთავარი სარწყავი არხიც. შედეგად, ადგილობრივები წყლის გარეშე დარჩებიან. გორის საკრებულოს წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ საკითხზე რუს სამხედროებს ესაუბრა, რომლებმაც უთხრეს, რომ წყლის რეზერვუარს საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე არ მოაქცევდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ორჯერ გაააქტიურეს ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამავე სოფელში მავთულხლართების გაბმა დაიწყეს 7 აგვისტოსაც, მოგვიანებით კი სამუშაოები შეწყდა, ოთხი დღის შემდეგ კი ისევ განახლდა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
კომენტარები